GEO | ENG | RUS

რა უნდა იცოდეთ ჩვენს შესახებ ?

ჩვენი საქმიანობა სატრანსპორტო სფეროში დაიწყო 2008 წელს , ერთი ავტობუსით , მცირე გამოცდილებით და ერთადერთი მიზნით, მიგვეწოდებინა ჩვენივე ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურეობა . თუმცა წლიდან წლამდე დაგვიგროვდა გამოცდილება , გაიზარდა პარკი და გაჩნდა სხვა კომპანიების მიერ ჩვენი მომსახურეობის მიმართ ინტერესი . ასე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე , ჩვენი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებამ, შედეგი მალე გამოიღო და გაჩნდნენ ჩვენი მომსახუროების ხარისხით კმაყოფილი კლიენტები . მართალია თავიდან ამ კომპანიების ჩამონათვალი მწირი იყო , თუმცა მათმა ერთგულებამ კიდევ უფრო გაგვათამამა და გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა ბრენდი სახელად OMNIBUS . ჩვენ სულ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და სულ სხვა დონის მიზნები დავისახეთ . დღეს ჩვენ ლიდერი ვართ ბაზარზე და თუ 2008 ში ჩვენი სატრანსპორტო მომსახუროეის წილი 100 % ჩვენს ტურისტებზე მოდიოდა დღეს 90 % სხვას ვემსახუროებით , ჩვენი მომსახურეობით სარგებლობენ წამყვანი შემომყვანი ტურისტული კომპანიები . სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები , მაღალი რანგის დელეგაციები , ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. მაგრამ, ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი , ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ მომსახურეობის მაღალი სტანდარტი ამ სფეროში და ჩვენ გვჯერა რომ სწორ გზაზე ვდგავართ და დასახულ მიზანს მივაღწევთ .

რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ჩვენზე ?

  • გვყავს დიდი და მოდერნიზებული ავტოპარკი . სისტემატურად მიმდინარეობს არსებული პარკის მოდერნიზება და გაზრდა . 
  • გვაქვს საკუთარი ავტოფარეხი და სერვის ცენტრი, რომელიც საშუალაბას გვაძლევს დეტალურად იქნას შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები . ავტოფარეხიდან გასვლისას ხდება სატრანსპრტო საშუალებების მომზადება და ტექნიკურად გადამოწმება , რათა მივაწოდოთ მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო სერვისი .
  • ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მძღოლების შერჩევას , რადგანაც სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ამიტომაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მძღოლებს რეგულარულად უტარდებათ ინსტრუქტაჟი . 
  • მობილური სერვის ჯგუფი . მზადაა რეაგირებისთვის ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში და ადგილზე ტექნიკური მომსახურეობის გაწევისთვის . 
  • ჩვენთვის პრიორიტეტია მგზავრთა უსაფრთხოება . ამიტომ ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათი მგზავრები დაზღვეულები არიან ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ.
  • წარმატების მთავარი მიზეზი არის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისგან, რომელთა ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ მომხმარებელს მაღალი სტანდარტის მომსახურეობა .

გამოგვყევით

CopyRight 2017 LTD 'Omnestour ' All Rights Reserved