geo   geo  


ძვირფასო მომხმარებლებო და პარტნიორებო, 

გაცნობებთ, რომ 2014 წლის აგვისტოდან ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე გამოჩნა ახალი სატრანსპორტო ბრენდი OMNIBUS . ბრენდირება და ახალი იმიჯი კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მატებს ჩვენს საქმიანობას. შესაბამისად მთელი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ OMNIBUS-ი სახელი ასოცირდებოდეს მომსახურების მაღალ სტანდარტებთან. დარწმუნებული ვართ, ჩვენი გუნდის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა იქნება გარანტი იმისა, რომ სულ მოკლე ხანში OMNIBUS ჩამოყალბეს ისეთ წარმატებულ, ცნობად და მოთხოვნად ბრენდად, რომელთან თანამშრომლობაც იქნება საიმიჯო და საამაყო ჩვენი მომხმარებლების და პარტნიორებისთვის .

ჩვენი უპრატესობა 

 1. ყველაზე დიდი და მრავლფეროვანი ავტოპარკი
ჩვენ გვყავს ყველაზე დიდი და მოდერნიზებული ავტოპარკი საქართველოში . სისტემატურად მიმდინარეობს არსებული პარკის მოდერნიზება და გაზრდა . 

2. საკუთარი ავტოფარეხი და სერვის ცენტრი
2014 წლიდან ჩვენ დავიწყეთ საკუთარი ავტოფარეხის მშენებლობა , რომელიც საშუალაბას გვაძლევს დეტალურად იქნას შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები . ავტოფარეხიდან გასვლისას ხდება სატრანსპრტო საშუალებების მომზადება და ტექნიკურად გადამოწმება , რათა მივაწოდოთ მომხმარებელს მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო სერვისი .
 
3. მძღოლების მაღალი კვალიფიკაცია
ჩვენი კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მძღოლების შერჩევას , რადგანაც სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ამიტომაც კვალიფიკაციის ამღლების მიზნით მძღოლებს რეგულარულად უტარდებათ ინსტრუქტაჟი . 

4. მობილური სერვისი
ჩვენ გვყავს მობილური სერვის ჯგუფი . რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში მზადაა რეაგირებისთვის და ადგილზე ტექნიკური მომსახურეობის გაწევისთვის . 

5. დაზღვევა და უსაფრთხოება
ჩვენთვის პრიორიტეტია მგზავრთა უსაფრთხოება . ამიტომ ჩვენი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათი მგზავრები დაზღვეულები არიან ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ .

6. სწორი მენეჯმენტი
ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისგან, რომელთა ეფექტური და კოორდინირებული მუშაობა გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ მომხმარებელს მაღალი სტანდარტის მომსახურეობა .




ომნიბუსი, ტურიზმის ეროვნულ ადმინსტრაციისა და მთების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით
"ახალ წელს დაკარგულები" ასე ჰქვია საახალწლო ფილმს,
თურქეთის საფეხბურთო კლუბი BURSASPOR-ი დღეს ეწვია საქართველოს.